ემოციების გაცნობიერება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცოდეთ გვწყინს თუ ვბრაზობთ, არამედ იმისთვის, რომ სწორედ მათი საშუალებით ჩვენ ვრეაგირებთ გარემოზე, ვიცავთ პირად საზღვრებს, ვეკონტაქტებით ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს და ვინაჩუნებთ ჯანსაღ ურთიერთობებს.
თითოეულ ემოციას საკუთარი დანიშნულება აქვს და მათი ჩახშობა გამოსავალი არ არის.
✅პირიქით უნდა ისწავლო მათი სწორად მოსმენა და გამოხატვა.
ასე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება შენი ცხოვრება, მაგალითად:
🔸მოიპოვებ შინაგან სიმშვიდეს და ბალანსს, რადგან როცა იცი რას გრძნობ და რატომ, ემოციები აღარ გმართავენ შენ, პირიქით — შენ იწყებ მათ მართვას.
🔸დაამყარებ ჯანსაღ ურთიერთობებს.
🔸მიიღებ უფრო გააზრებულ გადაწყვეტილებებს.
🔸განვითარდები პიროვნულად და გაიზრდება შენი თვითშეფასება.
🔸გახდები გაძლიერებული და მოქნილი ცხოვრების გამოწვევების წინაშე, რადგან გეცოდინება ემოციებთან ეფექტურად გამკლავება.
👉🏼ტრენინგი “ ემოციების რუკა “ სწორედ ამაში დაგეხმარება, სადაც უკეთ გაიცნობ შენს ემოციებს და აღადგენ მათთან კავშირს.
💫ეს არის უნარი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს და უფრო ლაღი და თავისუფალი გახადოს.
ამიტომ შემოგვიერთდი ტრენინგზე, რომელსაც
ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი და საერთაშორისო ტრენერი, ირმა კვაჭაძე გაუძღვება.
✔️თეორიასთან ერთად გავაკეთებთ ძალიან საინტერესო პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც.
🔸ადგილების რაოდენობა შეზღუდუალია, ამიტომ დროულად მოგვწერე და დაჯავშნე შენი ადგილი.
💌
https://forms.gle/1fmtvMhDntEB17oeA